აშშ-მექსიკის საზღვარი

Fox News: აშშ-მექსიკის საზღვართან მექსიკურმა კარტელმა აშშ-ს სასაზღვრო პოლიციას ცეცხლი გაუხსნა

აშშ-მექსიკის საზღვარზე, ტეხასის შტატის სასაზღვრო ქალაქ ფრონტონთან ახლოს, რიო გრანდეში მდებარე ერთ-ერთ დაუსახლებელ კუნძულზე, სასაზღვრო პოლიციის აგენტებს მექსიკური კარტელის შეიარაღებულმა პირებმა ესროლეს.

როგორც Fox News წყაროებზე დაყრდნობით წერს, დაპირისპირება შეირაღებული პირების მიერ არალეგალების ჯგუფის მდინარეზე გადაყვანის დროს მოხდა.

Fox News-ის ცნობით, სასაზღვრო პოლიციამ შეირაღებულ პირებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, თუმცა, არავინ დაშავებულა. როგორც ტელეარხი აღნიშნავს, არალეგალების ჯგუფმა მიზანს ვერ მიაღწია.

კომენტარები