ჩრდილოეთ კორეა

KCNA: ჩრდ. კორეამ ფრთოსანი რაკეტების საცდელი გაშვება შეასრულა

ფოტო: KCNA

კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს (KCNA) ცნობით, 26 იანვარს ჩრდილოეთ კორეამ სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების საცდელი გაშვება ჩაატარა

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, რაკეტების გაშვების პროცესს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი თავად ხელმძღვანელობდა. მედიის თანახმად, ქვეყნის ლიდერმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო შეკავების საშუალებები "უფრო საფუძვლიანად იხვეწება".

KCNA-ს მონაცემებით, სტრატეგიულმა მართვადმა ფრთოსანმა რაკეტებმა დაახლოებით 1500 კილომეტრის მანძილი დაფარეს.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობამ განცხადებაში აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეამ შაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე, შიდა ტერიტორიიდან დასავლეთ სანაპიროს წყლების მიმართულებით რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა გაუშვა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სეული მზად არის "პხენიანის ნებისმიერ პროვოკაციას გადაჭარბებული ძალით" უპასუხოს.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ დრონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ეს რაკეტების პირველი სატესტო გაშვება იყო.

კომენტარები