მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ მხარდამჭერს, ნაცნობს და უცნობს, ვინც გვეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად არის და სწორად მოიქეცით, მაგრამ მე აქვე მინდა დავძინო, ის, რაც მოხდა, არ არის რაღაც საამაყო, უბრალოდ შეურაცხყოფაზე - ოჯახის, შვილების, ახლობლების, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება, იმიტომ რომ კაცები ვართ და ქართველები ვართ.
ზარქუას და სანიკიძის ძალადობა აბუ-დაბიში
ზარქუა: საამაყო არ არის, რაც მოხდა, მაგრამ შეურაცხყოფაზე სულ ასეთი რეაგირება გვექნება
tbl.ge/71jq
დაკოპირდა

განაცხადა იმედის ეთერში ივანიშვილის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ.
13 იანვარს ივანიშვილის დეპუტატები ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს აბუ დაბის სასტუმროში ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირების ვიდეოები გაბიტაშვილმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.
ამავე თემაზე
- ვიდეო დაგეგმილი იყო, შეურაცხყოფას მაყენებს, ვინც იღებს – გაბიტაშვილი
- ზარქუა: არანაირი თმენის ვალდებულება არ მაკავებს, როცა ჩემს ოჯახს ეხებიან
- "აქედან იყო მართული, ემესიჯებოდნენ"- რას ყვება ზარქუა აბუ-დაბიში მომხდარზე
- ჯარიმები დაეკისრათ, ახლა ორივე თბილისშია - მდინარაძე ზარქუასა და სანიკიძეზე
- ჩემი ინფორმაციით, ზარქუა და სანიკიძე საქართველოში არიან – ივანიშვილის დეპუტატი