ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან ისევ გაუფასურდა - 23 იანვრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.15 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან - 0.39 თეთრით.  23 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8627 ლარია, ერთი ევროსი - 2.9821 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.91 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.04 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.87 ლარია, ევროსი - 2.99 ლარი.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს. მიმდინარე კვირაში ლარი ყოველდღე უფასურდება.

კომენტარები