უკრაინა

საფრთხე სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის: СБУ-მ 3 დღეში 85 ადამიანი დააკავა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (CБУ) გასული 3 დღის განმავლობაში 150-ზე მეტი რეიდი ჩაატარა და 85 პირი დააკავა.

უწყების განცხადებით რეიდები სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებში ჩატარდა.

"3-დღიან პერიოდში CБУ-ს თანამშრომლებმა 157 სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად 222-მა პირმა მიიღო შეტყობინება ეჭვის შესახებ, აქედან 85 ადამიანი დაკავებულია". – წერია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

ღონისძიებების ჩატარების შედეგად გამოვლინდნენ ეჭვმიტანილები:

  • 19 პირი, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას;
  • 39 სამხედრო სფეროს წარმომადგენელი, რომელთაც სხვადასხვა ტიპის დანაშაულში, ძირითადად დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში ედებათ ბრალი;
  • 63 გაწვევის სამსახურის თანამშრომელი, მათ უმეტესობას ბრალად ედებათ "ჯარისთვის თავის არიდების სქემებში მონაწილეობა";
  • 7 კიბერდამნაშავე, მათ შორის რამდენიმე ანტიუკრაინელი პროპაგანდისტი;
  • 24 პირი, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა;
  • 7 იარაღით მოვაჭრე;

რეიდების ფარგლებში დააკავეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი ფსიქიატრი, რომელსაც დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება ბრალად.

კომენტარები