უკრაინა

უკრაინაში, ქრთამის აღებაში ეჭვმიტანილი, შეიარაღებული ძალების მთავარი ფსიქიატრი დააკავეს

უკრაინაში შეიარაღებული ძალების მთავარი ფსიქიატრი და ცენტრალური სამხედრო-სამედიცინო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე დააკავეს. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მთავარი ფსიქიატრი, ფულის სანაცვლოდ, ყალბ ცნობებს წერდა, რომელთა საფუძველზე ახალწვეულები ჯარს არიდებდნენ თავს.

გამოძიება ფსიქიატრის ქონებით დაინტერესდა. რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში ეჭვმიტანილმა მილიონი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება შეიძინა.

ფსიქიატრის საკუთრებაში ამჟამად კერძო სახლი, ორი მიწის ნაკვეთი, სამი ბინა და BMW-ს მარკის 4 ავტომობილია. ამასთან დაკავებულს არ აუსახავს ახალი შენაძენები უძრავი ქონების დეკლარაციაში.

ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკისას ამოღებულია $152 000 და €34 000.

გამოძიება უკანონო გამდიდრებისა და დეკლარირებისას არასწორი ინფორმაციის მიწოდების მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები