საქართველოში არსებული ვითარება არ არის პოლიტიკური კრიზისი საქართველოს ორ ნაწილს შორის - ერთი, რომელიც მოიგებდა ცოტა, ან მეტწილად, არჩევნების გაყალბებით და მეორე ნაწილი - ასეთი ვითარება ალბათ არჩევნების დამთავრებისთანავე იყო, თუმცა, ჩვენ ვხედავთ (და უფრო აშკარავდება) არჩევნების გაყალბების რუსული ოპერაციის მასშტაბებს, რაზეც მრავალი ევროპული ქვეყნისთვის კარგი იქნება, თუ დაფიქრდებიან და უკეთ გაიაზრებენ, რადგან ეს რუმინეთში თითქმის მოხდა; შეიძლება, მოლდოვაში მოხდეს; შესაძლოა, რუმინეთის მომავალ არჩევნებშიც მოხდეს, ამიტომ, სერიოზული საკითხია ყველა ევროპული ქვეყნისთვის, როდესაც არჩევნების მომავალს ეხება საქმე, სადაც უფრო და უფრო მეტად ვხედავთ რუსეთის მხრიდან ხელმისაწვდომი ინსტრუმენტების გამოყენებას ქვეყნებში ჩარევისთვის.
მაგრამ უფრო მეტად, საქართველოში რა საკითხიც დგას, არალეგიტიმური, წესისამებრ არ არჩეული მთავრობის მხრიდან არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღების საკითხია: პარლამენტის შეხვედრა და კონსტიტუციური პრინციპების დარღვევა, და რომელიც გადაწყვეტილებას ისე იღებს, რომ მანდატი არ აქვს საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან გადახვევისთვის, რაც კონსტიტუციაშია გაწერილი და რომელსაც მოსახლეობის 80%-ის მხარდაჭერა აქვს უწყვეტად, თითქმის დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან.
ეს არის ის, რამაც მასობრივი გამოსვლები გამოიწვია. საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების სამი ეპიზოდი იყო: პირველი, როდესაც პირველი რუსული კანონი იყო, მეორე, როდესაც მეორე რუსული კანონი იყო და მესამე, არა იმდენად არჩევნების შემდეგ, არამედ 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც პრემიერმინისტრი, ყველანაირი მანდატის გარეშე, ამბობს, რომ კონსტიტუციას იშორებს და არ აპირებს მის მიხედვით მოქმედებას, და აჩერებს ევროპისკენ საქართველოს გზას. ეს მთელი საქართველოსთვის რუსული ბატონობის ქვეშ დაბრუნებას ნიშნავს.