სომხეთი

სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის ცოლისძმის სასახლე გაძარცვეს

უცნობმა პირებმა სომხეთის მმართველი პარტიის, სამოქალაქო ხელშეკრულების დეპუტატის და სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ცოლისძმის, გრაჩია აკოპიანის სასახლე გაძარცვეს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას სომხური გამომცემლობა გრაპარაკი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, აკოპიანის სახლი მიმდინარე წლის დასაწყისში გაძარცხვეს, თუმცა დეპუტსტი ამ ფაქტის დამალვას ცდილობს. ახლობლებთან ის აღნიშნავს, რომ "არ სურს ამ ინფორმაციის გასაჯაროება, რათა თავიდან აიცილოს ზედმეტი სპეკულაციები".

სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტების შეკითხვაზე პასუხად დაადასტურა, რომ 14 იანვარს სოფელ ძორახბიურში სახლის გაძარცვის შესახებ შეტყობინება მიიღეს, ხოლო შემთხვევასთან დაკავშირებული მასალები საგამოძიებო კომიტეტს გადაეცა.

კომენტარები