ლარის კურსი

ლარი ყველა ვალუტასთან გაუფასურდა - 21 იანვრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.63 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან - 1.56 თეთრით. ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8515 ლარია, ერთი ევროსი - 2.9516 ლარი. ამასთან, 21 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი ბაზარზე არსებულ ყველა, 43-ვე ვალუტასთან გაუფასურდა.

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.89 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.03 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.88 ლარია, ევროსი - 3 ლარი.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს. 

კომენტარები