ბარსელონის პორტში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო კიდევ ერთი დაშავდა, ინფორმაციას კატალონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონის სასწრაფო დახმარების სამსახური ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, აფეთქება, ე.წ. ენერგეტიკულ ნავსადგურში, ტექნიკური უზრუნველყოფის სამუშაოების დროს მოხდა.
მათი თქმით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.