ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ბარსელონა

კატალონიის დამოუკიდებლობას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ათი ათასობით ადამიანი ითხოვს

პარასკევი, 18 ოქტომბერი, 2019 - 19:02
tbl.ge/43sy
დაკოპირდა

18 ოქტომბერს ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მსვლელობას ათი ათასობით ადამიანი შეუერთდა.

საპროტესტო აქციები ესპანეთის უზენაესი სასამართლოს მიერ კატალონიის ყოფილი ლიდერებისათვის პატიმრობის შეფარდებას მოჰყვა. აქციები უკვე მეხუთე დღეა იმართება. 

მომიტინგეები კატალონიის დროშებს აფრიალებდნენ და სკანდირებდნენ - "დამოუკიდებლობა!"; "თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს!"

აქციაში მონაწილეთა ნაწილმა მსვლელობა ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მუნიციპალიტეტებიდან 17 ოქტომბერს დაიწყო. 

პროტესტი მომიტინგეთა გაფიცვასაც მოიცავდა. 

ბარსელონაში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტა. აქციების გამო დროებით დახურულია საგრადა-ფამილიას კათოლიკური ბაზილიკა. 

წინა დღეებისგან განსხვავებით, დღევანდელმა აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა.

გასულ დღეებში მომიტინგეებმა ბარსელონას ქუჩებში ბარიკადები აღმართეს და ცეცხლი წაუკიდეს. მათ პოლიციას ქვები დაუშინეს.

დაშავდა 100-მდე ადამიანი. დააკავეს 97 მომიტინგე. ოფიციალური მადრიდი რეგიონში პოლიციის ძალებს გააძლიერებს.

შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ყოფილი მთავრობის წევრებს 2017 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში და რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადებაში როლისათვის 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლომ კატალონიის 9 სეპარატის ლიდერი ამბოხებაში ცნო დამნაშავედ.

13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კატალონიის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, მემარცხენე რესპუბლიკური პარტიის ლიდერს ორიოლ ჟუნკერასს. ის ამბოხებისაკენ მოწოდების გარდა თანხების გაფლანგვაშიც ცნეს დამნაშავედ.

12 წელი მიესაჯათ ამავე დანაშაულებისათვის კატალონიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ რაულ რომევას, ყოფილ შრომის მინისტრ დოლორს ბასსას და რეგიონული მთავრობის სპიკერ ჟორდი ტურულს.

კატალონიის პარლამენტის ყოფილ სპიკერს, კარმე ფორკადელს 11.5 წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო ყოფილ შინაგან საქმეთა და ტერიტორიულ მინისტრებს 10.5 წელი.

კატალონიის ყოფილი მთავრობის წევრები განაჩენის გასაჩივრებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აპირებენ.

მათ მხარდამჭერებს მშვიდობიანი აქციის გამართვისაკენ მოუწოდეს, თუმცა პროტესტი დაპირისპირებაში გადაიზარდა.

კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა ბარსელონას საერთაშორისო აეროპორტთან. ამის გამო გადაიდო 108 ფრენა.

პოლიციამ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ უზენაესმა სასამართლომ გამოსცა კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის, კარლეს პუჩდემონის დაკავების ახალი ორდერი, რომელიც ევროპის მასშტაბით ამოქმედდება.

პუჩდემონი 2017 წლის ოქტომბრიდან თავს ბელგიას აფარებს. ის ქვეყნიდან მას შემდეგ გაიქცა, რაც ოფიციალურმა მადრიდრმა კატალონიის რეგიონზე პირდაპირი კონტროლი დაამყარა და რეგიონის ლიდერების გასამართლება დაიწყო.

პუჩდემონი 25 მარტს გერმანიის ჩრდილოეთით დააკავეს, როდესაც ბელგიაში ფინეთიდან ბრუნდებოდა.

მის დასაკავებლად გაცემული ორდერი გასული წლის დეკემბერში გაუქმდა, მას შემდეგ, რაც გერმანიის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ პუჩდემონს ესპანეთს მხოლოდ საჯარო თანხების არამიზნობრივი გამოყენების ბრალდებით გასასამართლებლად გადასცემდა, თუმცა არა ამბოხების ბრალდებით გასამართლებისათვის.

ესპანეთის სასამართლომ შემოთავაზებაზე უარი თქვა და პუჩდემონის დაკავების ორდერი გააუქმა. შედეგად ის ბელგიაში დაბრუნდა. ახალი ორდერი, რომელიც ამბოხებისაკენ მოწოდებისა და საჯარო თანხების გაფლანგვის გამოა გაცემული ბელგიაში ახალი ლეგალური პროცესის დაწყებას გამოიწვევს.

გასული წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმი ესპანეთმა არაკონსტიტუციურად, მისი შედეგები კი არალეგიტიმურად სცნო. რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. თუმცა, მთლიანობაში, რეფერენდუმში მონაწილეობა კატალონიის მცხოვრებთა 42%-მა მიიღო.

მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს კატალონიის რეგიონული მთავრობის ლიდერმა ჟოაკიმ ტორამ თქვა, რომ ორ წელიწადში დამოუკიდებლობის საკითხზე ხელახალი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.

ბარსელონაესპანეთიკატალონია

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 21 იანვარი, 2025 - 19:11ბარსელონის პორტში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ერთი დაშავდა
  • კვირა, 2 აგვისტო, 2020 - 16:20ბარსელონაში საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს
  • სამშაბათი, 23 ივნისი, 2020 - 10:40ბარსელონას ოპერის თეატრი გაიხსნა და პირველი კონცერტი მცენარეებისთვის გაიმართა
  • ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2020 - 11:16მესი და ბარსელონას ფეხბურთელები COVID-19-ის გამო ხელფასის 70 პროცენტზე უარს ამბობენ
  • ხუთშაბათი, 19 დეკემბერი, 2019 - 15:07ბარსელონაში ელ კლასიკოს შემდეგ პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

BOG-ის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ექსპორტის თემაზე ვორკშოპი გაიმართება (რ)
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 20:21

BOG-ის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ექსპორტის თემაზე ვორკშოპი გაიმართება (რ)

უილსონი: მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი საქართველოსგან ქცევის შეცვლას ითხოვს
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 20:02

უილსონი: მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი საქართველოსგან ქცევის შეცვლას ითხოვს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Spotlight X გაიმართება (რ)
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 19:52

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Spotlight X გაიმართება (რ)

რუბიო: საქართველოს მთავრობას ვუთხარით, თუ რა უნდა გააკეთონ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 19:39

რუბიო: საქართველოს მთავრობას ვუთხარით, თუ რა უნდა გააკეთონ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად

უკრაინამ რუსეთის კრონშტადტის საზღვაო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა და კორვეტი გაანადგურა
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 18:10

უკრაინამ რუსეთის კრონშტადტის საზღვაო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა და კორვეტი გაანადგურა

ყველაზე კითხვადი

მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
1მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
2ადვოკატის ცნობით, გულბაათ რცხილაძე ირანში გამგზავრებას გეგმავდა
3კონფლიქტს ახალი ხარისხი მისცეს – პუტინი კვლავ სტარობელსკზე მიტანილ იერიშზე ლაპარაკობს
4პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
5"ძალიან სერიოზული სამიზნე გვაქვს, კონკრეტული კოორდინატებით" – ლუკაშენკოს მუქარა უკრაინას

ბოლო ვიდეო

ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 15:00ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში