პოლონეთი

გავკოვსკი: რუსეთი ეძებს პოლონელებს არჩევნებზე გავლენის მოსახდენად

პოლონეთის ციფრული საკითხების მინისტრი და ვიცეპრემიერი, კრიშტოფ გავკოვსკი ადგილობრივ რადიოსთან ინტერვიუს დროს ამბობს, რომ რუსეთი პოლონეთის შიდა საქმეებში ჩარევისთვის დიდი ოდენობით ფულს ხარჯავს.

"რუსულმა სამსახურებმა დაიწყეს პოლონელების ძებნა, რომლებიც მზად იქნებიან არჩევნებზე გავლენის მოსახდენად იმუშაონ უცხოური დაზვერვისთვის" – ამბობს გავკოვსკი.

მან აღნიშნა, რომ ადამიანების რეკრუტირება ინტერნეტის საშუალებითაც ხდება. 

მინისტრის თქმით, პოლონეთი თანამშრომლობის აშშ-ის უსაფრთხოების სააგენტოებთან და რუსეთის ოპერაციების მასშტაბის შესახებ ანგარიში, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს გამოქვეყნდება.

გავკოვსკიმ 13 იანვარს განაცხადა, რომ პოლონეთმა გაშიფრა ჯგუფი, რომელიც რუსეთის დაზვერვის დავალებით დეზინფორმაციას ავრცელებდა მაისში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად.  

მანამდე, 2024 წლის სექტემბერში, პოლონეთის სპეცსამსახურებმა რუსი და ბელარუსი ჰაკერების ქსელი გამოავლინეს, რომელიც სახელმწიფოს თავდაცვის ორგანოებში შეღწევას და ინფორმაციის მოპარვას გეგმავდა.

 გავკოვსკის, განმარტებით ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. 2024 წლის მსვლელობისას შეჩერებულია 400 000-ზე მეტი კიბერშეტევის მცდელობა.

კომენტარები