"ჩვენ ტრამპთან შეხვედრები და ურთიერთობები გვექნება მას შემდეგ, რაც ის თავის უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგება" - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკიტხვას, ჰქონდათ თუ არა დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრების სურვილი.
კალაძის თქმით, აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შესაბამისი საფასურის გადახდის შედეგად.
"ბილეთები იყიდება ჩვეულებრივად და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შეიძინოს. თუ არ ვცდები, ბილეთის ღირებულება იწყება 500 000-დან და ადის 2 მილიონ დოლარამდე. ამაში ოფიციალურ წყაროებშიც ღიად წერია. შესაბამისად, თუ აქვთ სურვილი, გადაიხადონ ეს თანხები, რატომაც არა, შეუძლიათ, ინაუგურაციას დაესწრონ“ - აღნიშნა თბილისის მერმა.
კონგრესმენმა ჯო ვილსონმა აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილი მიიწვია.