ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობა აშენდება.
"3450 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ბაქოს ცენტრალურ უბანში, საქართველოს, საელჩოს შენობისთვის, პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გადაეცა.
ტერიტორია საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ალი ასადოვთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობის მშენებლობა ახლო მომავალში დაიწყება" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ივანიშვილის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. დაგეგმილია შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.