არჩევნები 2024

ხაზარაძე: არჩევნების შემდეგ, ივანიშვილმა კაცი გამოგვიგზავნა

თქვენ რა გგონიათ, [ბიძინა ივანიშვილს] ჩვენთან კონტაქტის მცდელობა არ ჰქონდა? - კი, რა თქმა უნდა, ყველასთან ცდილობს. ორჯერ ჰქონდა მცდელობა, მაგრამ პასუხი იმ წუთშივე მიიღო [...] ის პასუხი მიიღო, რასაც მე ეთერში ხმამაღლა ვამბობ - არანაირი გარიგება არ იქნება პირადად მასთან და იმ ადამიანებთან, ვინც ამ ქვეყანას ჭაობში მიათრევს. ჩვენ გზაგასაყარზე ვართ: ერთ მხარეს არის რუსეთი და წარსული, მეორე მხარეს კი ჩვენი შვილების მომავალი [...]

მას ჰგონია, რომ ყველასთან "დაალაგებს". საქმე ყველგან გაფუჭებული იმიტომ აქვს, რომ ის ამ ქვეყანას უყურებს, როგორც კომპანიას [...] არჩევნების მერე მან კაცი გამოგვიგზავნა. რადგან, ის არ მოელოდა, რომ ჩვენ, ოპოზიცია და განსაკუთრებით პრეზიდენტი ამ არჩევნებს და ამ მთავრობას არალეგიტიმურად გამოვაცხადებდით. ეს მისთვის პირველი შოკი იყო. მას ეგონა, რომ ამ არჩევნებსაც ისე გადააბალახებდა, როგორც შარლ მიშელის დოკუმენტს [...] ეს მოსინჯვა იყო, სპეკულაცია და ა.შ. არ მინდა. მისი მეთოდია, რომ ვიღაცას რაღაცა შესთავაზოს, ან ვიღაცა იყიდოს. 

თქვა კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ TV პირველის ეთერში. 

კომენტარები