რუსეთი

NHK: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში, 9 მაისის აღლუმში მიიღებს მონაწილეობას

Photo: Ed Jones/AFP/Getty Images

იაპონური მედიის, NHK-ის ინფორმაციით, რუსეთში, 9 მაისის აღლუმში მონაწილეობას ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალებიც მიიღებს. 

NHK სხვა დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აგვისტოში, მოსკოვში გასამართ მუსიკალურ ღონისძიებაში მონაწილეობას ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მუსიკალური ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას. 

15 იანვარს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ბელოუსოვმა თქვა, რომ გამარჯვების დღის აღლუმზე 19 "მეგობრული ქვეყნის" სამხედრო დანაყოფები მიიწვიეს და მათგან ათი უკვე დათანხმდა მოწვევას.

რუსეთში, ყოველწლიურად 9 მაისს იმართება მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ გამარჯვება აღმნიშვნელი აღლუმი.

კომენტარები