მომავალი წლისთვის ჩვენი საშობაო-საახალწლო სივრცე იქნება კიდევ უფრო დიდი, კიდევ უფრო მასშტაბური, სადაც შევეცდებით, რომ ყველა ადამიანს დავეხმაროთ, ყველა მეწარმეს ხელი შევუწყოთ და მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი პროდუქციის გაყიდვა მოახერხოს საახალწლო სოფელში.
მინდა, მადლობა გადავუხადო ასევე არტისტებს: მსახიობებს, ბენდებს, ყველა ქართველ შემსრულებელს და შემოქმედებით ჯგუფს წარმატებული თანამშრომლობისთვის. ასევე, მათი მისამართით იყო ძალიან დიდი ბულინგი, შეურაცხყოფები, თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს ადამიანები დადგნენ თბილისელების გვერდით, დადგნენ ხალხის გვერდით და რა თქმა უნდა, თავისი შემოქმედებით, თავისი სიმღერებით, რა თქმა უნდა, გაალამაზეს ჩვენი დედაქალაქი და მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს.
ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ მომავალში თანამშრომლობისთვის, მზად ვართ მეგობრობისთვის, მზად ვართ მხარდაჭერისთვის, დახმარებისთვის. ნებისმიერ საკითხში, ნებისმიერ თემაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან ყველას, თითოეულ თქვენგანს ექნება მაქსიმალური თანადგომა და მაქსიმალური მხარდაჭერა.