ბათუმის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ნინო სახელაშვილი (მოსამართლე, რომელმაც ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა) 2022 წლიდან სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა.
ამავე ვებგვერდზე მისი ბიოგრაფიის ნიხედვით, არ იძებნება არცერთი ეპიზოდი, როცა სახელაშვილი სისხლის სამართლის მოსამართლე იყო.
როგორც ყოფილმა მოსამართლემ, ირაკლი შავაძემ TV პირველს უთხრა, "სისხლის სამართლის მოსამართლედ რომ დაინიშნოს პირი, აუცილებელია, მას ჩაბარებული ჰქონდეს გამოცდები სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, ხოლო ნინო სახელაშვილს ამ სპეციალიზაციით გამოცდები არ ჩაუბარებია".
"ადამიანი, რომელიც არ არის სისხლის სამართლის საქმით სპეცილიზირებული მოსამართლე, იხილავს სისხლის სამართლის საქმეებს. ბუნებრივია, აქედან გამომდინარე მე ვთვლი, რომ არაკანონიერმა შემადგენლობამ განიხილა აღკვეთის ღონისძიება და ის [მზია ამაღლობელი] არის უკანონო პატიმარი." - ამბობს შავაძე.
"ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, პროკურატურამ 353¹ მუხლით წარუდგინა ბრალი და მოითხოვა მისი პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით. დღეს ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა.