ქართული ოცნება

მდინარაძე: თუ ტრამპი "დიფ სტეიტის" დამარცხებას მოახერხებს, ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება

ამ პერიოდში, ვიდრე ბაიდენის წაგებული ადმინისტრაცია კუდს იქნევს ძალიან მავნებლურად, ჩვენ რამე ცვლილებებს არ ველოდებით, მერე ვნახოთ, თუ ბატონი დონალდ ტრამპი მოახერხებს დიფ სტეიტის დამარცხებას, რაზეც საუბრობდა მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ბუნებრივია, ჩვენთვისაც ეს იქნება ძალიან კარგი. 

და მთავარი საკითხები, რაც არის -  ის, რომ ლგბტ პროპაგანდასთან და ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით ჩვენ საერთო აზრი გაგვაჩნია, ის, რომ ომის დასრულების დაპირება წინასაარჩევნო დაპირება იყო და რაც უფრო მალე დასრულდება ომი, მით უფრო გათავისუფლდება  წნეხიდან ჩვენი ქვეყანა. 

ეს არის ის საკითხები და არამხოლოდ ეს, რაც ჩვენ იმედს გვაძლევს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველო ცოტა ამოისუნთქებს.

ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე.

კომენტარები