სლოვაკეთის პრემიერმინისტრი, რობერტ ფიცო მარტში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან TA3-ის ეთერში ისაუბრა.
ფიცოს განმარტებით, თუ საპარლამენტო კრიზისის დაძლევა ვერ მოხერხდა, ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია.
"მე მათ ვუთხარი, რომ ან კრიზისი უნდა დაძლიონ, ან მივემართებით ჯოჯოხეთისკენ. თუ სლოვაკეთის ეროვნული პარტია და პარტია ხმა ფუნქციური პარლამენტის ფუნქციურობას ვერ უზრუნველყოფენ, ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა იქნება.
რატომ უნდა ვიხდიდე მე, როგორც სტაბილური კოალიციური პარტიის ლიდერი ფასს კოალიციის უუნარობისთვის, რომელსაც პარლამენტში კანონის მიღება არ შეუძლია". - თქვა ფიცომ.
საპარლამენტო კრიზისი სლოვაკეთის ეროვნული პარტიის 3 დეპუტატის ფრაქციიდან გასვლამ გამოიწვია. მათ გადაწყვეტილების მიზეზად შიდა დაპირისპირება დაასახელეს. შედეგად, 150 მანდატიან პარლამენტში ფიცოს კოალიცია მხოლოდ 76 მანდატს ფლობს.