ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

მოსამართლეებმა კორპორაციული საპოლიციო კორდონით დატოვეს, შსს-მ აქციაზე 9 პირი დააკავა

12 იანვარს ივანიშვილის მოსამართლეების კორპორაციული ღონისძიება რესტორან ბაბილოში საპროტესტო აქციის პარალელურად გვიანობამდე გაგრძელდა, საპოლიციო ძალებმა დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე, ხოლო მოსამართლეებმა რესტორანი სპეციალური კორდონის საშუალებით დატოვეს.

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ გუშინ ბაბილოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ჯამში 9 პირი, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესი, 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

დაახლოებით, 23:00 საათიდან ადგილზე, ბელიაშვილის 73 ნომერთან მობილიზებული იყო სპეცრაზმი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, საპოლიციო ძალები და წყლის ჭავლის მანქანა.

საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეებს რესტორნის მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინეს, რის შემდეგაც დემონსტრანტებმა ბელიაშვილის ქუჩა გადაკეტეს, ხოლო რეჟიმის მოსამართლეებმა კორპორაციული ვახშამი საპოლიციო ძალების დახმარებით დატოვეს.

გუშინ, 12 იანვარს თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან ბაბილოში მოსამართლეების კორპორაციული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, სანქცირებული ლევან მურუსიძე მასპინძლობდა.

კორპორაციული წვეულების ფონზე რესტორანთან მოქალაქეებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და აქციების დროს დაპატიმრებულთა მშობლებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს. 

კომენტარები