დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ისრაელმა იემენში ჰუსიტების კონტროლქვეშ არსებული ელექტროსადგური და ორი პორტი დაბომბა

ისრაელის ავიაგამანადგურებელი F-15 I ჰაცერიმის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, ნეგევის უდაბნოში, ქალაქ ბეერ-შევასთან
Jack Guez/AFP via Getty Images

ისრაელმა სამხედრო თვითმფრინავებით იემენში ჰუსიტი ტერორისტების კონტროლქვეშ მყოფი ელექტროსადგური და ორი პორტი დაბომბა მას შემდეგ, რაც ჰუსიტებმა დრონითა და რაკეტით ისრაელზე იერიში მიიტანეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ იემენში ჰუსიტების პროირანული დაჯგუფება "საფასურს იხდის და ასე გააგრძელებს ჩვენს წინააღმდეგ მათი აგრესიის გამო".

პროჰუსიტური Al Masirah TV-ის თქმით, ისრაელის იერიშების სამიზნე წითელი ზღვის რას ისას და ჰოდეიდას პორტები, ასევე იემენის დედაქალაქ სანაში მდებარე ჰეზიაზის ცენტრალური ელექტროსადგური იყო.

ისრაელის არმიის ინფორმაციით, დაბომბვაში მონაწილეობა 20-ზე მეტმა სამხედრო თვითმფრინავმა მიიღო და დაახლოებით 50 ბომბი და რაკეტა ჩამოაგდეს. ოპერაციის ფარგლებში ასევე საჭირო გახდა ფრენის დროს შევსება, რადგან საფრენი მანძილი 2 000 კილომეტრამდე იყო.

კომენტარები