უკრაინა-სლოვაკეთი

პოლონეთი მზადაა, უკრაინას ელექტროენერგია მიაწოდოს

Bartek Sadowski/Bloomberg

პოლონეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის მინისტრის პაულინა ჰენიგ-კლოსკას განცხადებით, პოლონეთი მზადაა უკრაინას ელექტროენერგია მიაწოდოს. მინისტრმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სლოვაკეთის პრემიერმინისტრი, რობერტ ფიცო უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლო შეწყვეტით დაემუქრა.

"პოლონეთი შეძლებს გაზარდოს უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიყიდვა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას უკრაინა მოითხოვს. ჩვენი ოპერატორი მზადაა, ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული. სურს თუ არა უკრაინას ის გამოიყენოს, ან თუ სჭირდება. ფიცოს საქციელი ევროპას ეწინააღმდეგება" - უთხრა ჰენიგ-კლოსკა საზოგადოებრივ მაუწყებელს TVP Info-ს.

2 იანვარს სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ საკუთარი პარტიის სახელით განაცხადა, რომ სლოვაკეთის კოალიცია განიხილავდა საპასუხო ზომებს უკრაინის მიმართ, მას შემდეგ რაც უკრაინამ ევროკავშირის მასშტაბით რუსული გაზის ტრანზიტი შეწყვიტა

„პარტია სმერ-ის სახელით ვაცხადებ, რომ მზად ვართ, ვიმსჯელოთ და კოალიციაში შევთანხმდეთ უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტაზე, ასევე უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სლოვაკეთის ტერიტორიაზე, მხარდაჭერის მნიშვნელოვან შემცირებაზე“ - თქვა ფიცომ.

კომენტარები