უკრაინა-სლოვაკეთი

უკრაინამ სლოვაკეთის პრემიერმინისტრისგან ოფიციალურ ბოდიში მოითხოვა

იგორ მატოვიჩი

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სლოვაკეთის პრემიერმინისტრ იგორ მატოვიჩისგან ოფიციალური ბოდიში მოითხოვა. მატოვიჩმა ინტერვიუში ხუმრობით თქვა, რომ რუსული ვაქცინის სანაცვლოდ იმიერკარპატების ოლქი გადაიხადა, რომელიც უკრაინის ტერიტორიული ერთეულია.

3 მარტის Radio Express-თან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე, რას დაჰპირდა რუსეთს კორონავირუსის ვაქცინის მიწოდების სანაცვლოდ, მატოვიჩმა თქვა, რომ ვაქცინის საფასური "იმიერკაპრტების უკრაინაა". მოგვიანებით მან განმარტა, რომ რუსეთს არაფერს დაჰპირებია და რუსეთს მისგან არაფერი სურდა.

"მიუხედავად მოტივისა, ჟანრისა და კონტექსტისა, სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადება, რომელიც პირდაპირ ეხება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, კატეგორიულად მიუღებელია და უარყოფითად მოქმედებს უკრაინისა და სლოვაკეთის მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე". – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ, მატოვიჩის განცხადებაზე გამოხმაურებისას Twitter-ზე სლოვაკეთს ვაქცინის საკუთარ რეგიონებზე გაცვლა შესთავაზა.

კომენტარები