უკრაინა-სლოვაკეთი

სლოვაკეთმა უკრაინულ მარცვლეულზე შეზღუდვა მოხსნა

სლოვაკეთმა უკრაინულ მარცვლეულზე დაწესებული ემბარგო შეაჩერა. ინფორმაციას ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადების თანახმად მხარეები ერთობლივი ლიცენზირებული სავაჭრო სისტემის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. 

უკრაინულმა მხარემ ასევე განაცხადა, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში სლოვაკეთის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარს უკან გაიწვევს.

2023 წლის მაისში ევროკავშირის მიერ მიღებულმა შეზღუდვებმა საშუალება მისცა პოლონეთს, უნგრეთს და სლოვაკეთს, რომ აეკრძალათ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტი. შემდგომში, ევროპულმა კომისიამ ეს შეზღუდვა სპეციალურად უკრაინის მეზობელი ქვეყნებისთვის მოხსნა, თუმცა ამ ქვეყნებს იმპორტი არ დაუშვიათ. ამ ქვეყნებში აკრძალულია უკრაინული ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირის და მათგან წარმოებული პროდუქციის გაყიდვა. 

კომენტარები