დონალდ ტრამპი

ტრამპი კანადაზე: აშშ-სთან რომ გაერთიანებულიყო, არ იქნებოდა ტარიფები

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეხმაურება კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს გადადგომას და სოციალურ მედიაში წერს, რომ კანადა აშშ-სთან უნდა გაერთიანდეს და “51-ე შტატი” გახდეს.

“ბევრ ადამიანს კანადაში უყვარს 51-ე შტატად ყოფნა. აშშ ვეღარ აიტანს მსხვილ სავაჭრო დეფიციტსა და სუბსიდიებს, რაც კანადას სჭირდება.   ჯასტინ ტრუდომ იცოდა ეს და გადადგა. […] კანადა აშშ-სთან რომ გაერთიანებულიყო, არ იქნებოდა ტარიფები, გადასახადები დაიწევდა, და ისინი სრულად დაცულები იქნებოდნენ რუსული და ჩინური გემებისგან, რომლებიც მუდამ მათ გარშემო დაცურავენ. ერთად, რა საოცარი ერი იქნებოდა!” – წერს ტრამპი “Truth Social”-ზე. 

კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო თანამდებიბიდან გუშინ, 6 იანვარს გადადგა. ამის შესახებ განცხადება ტრუდომ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ტრუდო პრემიერმინისტრის მოვალეობებს დროებით შეასრულებს, სანამ ახალი ლიდერი შეირჩევა.

"მე ვგეგმავ პარტიის ლიდერისა და პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგომას მას შემდეგ, რაც პარტია ახალ ლიდერს აირჩევს," - განაცხადა ტრუდომ ორშაბათს ოტავაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები