კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო დაკავებული თანამდებობიდან გადადგომას აპირებს. ინფორმაციას Reuters-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტრუდო თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას, სავარაუდოდ, დღეს გაავრცელებს და კანადის მმართველი ლიბერალური პარტიის ლიდერის პოსტს 9-წლიანი მმართველობის შემდეგ დატოვებს.
როგორც გამოცემის წყარო აღნიშნავს, ტრუდოს გადადგომისკენ საჯაროდ მოუწოდეს ლიბერალი პარლამენტარების მზარდმა რაოდენობამ, რომლებიც შეშფოთებული არიან გამოკითხვების უარყოფითი შედეგებით.
მანამდე, ანონიმურმა წყაროებმა Globe-თან და Mail-თან საუბრისას თქვეს, რომ მათ ზუსტად არ იცოდნენ თუ როდის გაავრცელებდა ტრუდო გადადგომის შესახებ ცნობას, თუმცა, სავარაუდო იყო, რომ ეს ლიბერალი კანონმდებლების საგანგებო შეხვედრამდე მოხდებოდა, რომელიც ოთხშაბათს არის ჩანიშნული.
ჯასტინ ტრუდო ლიბერალური პარტიის ლიდერი 2013 წელს გახდა, როდესაც პარტია ღრმა კრიზისში იყო და ისტორიაში პირველად, თემთა პალატაში წარმომადგენლების რაოდენობით მესამე ადგილზე აღმოჩნდა.