ევროპა

ავსტრიის კანცლერი თანამდებობას ტოვებს

ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ავსტრიის ცენტრისტულ პარტიებს შორის კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება ჩაიშალა.

"მომდევნო დღეებში დავტოვებ კანცლერისა და ხალხის პარტიის ლიდერის თანამდებობას" – წერს ნეჰამერი.

ავსტრიაში საპარლამენტო არჩევნები სექტემბერში გაიმართა. მას შემდეგ, ცენტრისტული პარტიები ცდილობენ მთავრობა ჩამოაყალიბონ ულტრამემარჯვენე და პრორუსული თავისუფლების პარტიის (FPO) გარეშე, რომელმაც არჩევნებზე ხმების 29% აიღო.

კომენტარები