აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პოზიციაზე პოლიტიკური მიმომხილველი და ტელეკომპანია Fox News-ის ყოფილი კონტრიბუტორი, ტემი ბრიუსი წარადგინა.
ტრამპის თქმით, ტემი ბრიუსი ადრევე მიხვდა მისი პოლიტიკური მოძრაობის MAGA-ს (რედ. ტრამპის სლოგანი "Make America Great Again") ძალასა და მნიშვნელობას.
"ბრიუსმა ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებაში სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში მიიღო და 1990-იან წლებში, როდესაც ლიბერალი აქტივისტი იყო, დაინახა რადიკალი მემარცხენეების ტყუილი და თაღლითობა. შემდეგ კი მალევე გახდა რადიოსა და ტელევიზიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონსერვატიული ხმა". - წერს ტრამპი.
ტემი ბრიუსი Fox News-ს 2005 წელს შეუერთდა და სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2019 წლიდან მას არხის სტრიმინგ პლატფორმაზე საკუთარი გადაცემა Get Tammy Bruce ჰქონდა.
სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე ტრამპს ფლორიდის შტატის სენატორი, მარკო რობიო ჰყავს წარდგენილი.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



