საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და პროგრესი არ უნდა რჩებოდეს შეუმჩნეველი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ამისთვის კიდევ უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობით მონიჭებული შესაძლებლობები.
[...] საქართველოს დიპლომატიური სამსახური ბოლო პერიოდში ღია და დაუფარავი შეტევის ობიექტი გახდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი სამსახურის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევის და თავდაუზოგავი მუშაობის შემდეგ შევძლებთ საქართველოს სიტყვის იმგვარად თქმას, როგორც ეს ჩვენს სამშობლოს ეკადრება.





