განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილია, ხელისუფლებას კი საზოგადოება ტყუილებით "მოწამლული ჰყავს".
ამის შესახებ შაიშმელაშვილმა TV პირველის ეთერში ნოდარ მელაძესთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
"დღეს რაც ხდება ეს არის რუსეთის მიერ აგრესიულად წარმოებული ჰიბრიდული ომი საქართველოში. სამწუხაროდ, დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება ამ ჰიბრიდულ ბრძოლას და ომს რაიმეს კია არ უპირისპირებს, დეზინფორმაციით და ტყუილებით მოწამლული ჰყავს საზოგადოება, მათ შორის, თავისი ამომრჩეველიც.
საინფორმაციო ველი არის დაბინძურებული მთლიანად, იმდენად არიან ტყუილებში აბსოლუტურად, რომ შეიძლება ხვალ გავიღვიძო და აღმოჩნდეს, რომ ორთაჭალიდან პომპეიმდე ტუნელი მყავს გაყვანილი და.. არ ვიცი, ყველაფრისთვის მზად ვიყავი". - თქვა შაიშმელაშვილმა.
პოლიციის პოლკოვნიკმა შაიშმელაშვილმა საქართველო ოჯახთან ერთად რამდენიმე დღის წინ დატოვა.
მან პატაკი შს მინისტრს 3 დეკემბერს ჩააბარა.