ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

მაჭავარიანი: ეს მუხტი ნელ-ნელა მილევად რეჟიმშია

მიხეილ ყაველაშვილი არის პიროვნება, რომლისთვისაც ჩვენი ქვეყნის ტრადიციები, ისტორია, კულტურა და იდენტობა უმნიშვნელოვანესია [...] მიხეილ ყაველაშვილი არის პიროვნება, ვისზეც ვერანაირი გარე ძალა ვერასდროს ვერანაირ ზემოქმედებას ვერ შეძლებს. ის ყოველთვის დაეყრდნობა და გამოვა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან [...]

რა თქმა უნდა, 29 დეკემბერს [აქციაზე] უფრო მეტი ხალხი იქნება, ვიდრე გუშინ და გუშინწინ იყო, რადგან 29 დეკემბერს მათ რაღაც კულმინაციურ თარიღად უფუთავენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ესეც გადაივლის. ახალ წელს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის გარეშე შევხვდებით. ეს მუხტი ნელ-ნელა მილევად რეჟიმშია. ძალიან მოკლე ვადაში, ჩვენი მოქალაქეები დაინახავენ იმას, რომ ესეც რაღაც ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი იყო. 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა. 29 დეკემბერს პარლამენტის შენობაში ივანიშვილის არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება.

29-ე დღეა, პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება.

კომენტარები