თბილისის მერია

კალაძე: თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი 2 მილიარდ 455 მილიონი ლარი იქნება

გუშინ თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და 2 მილიარდ 455 მილიონი ლარით განისაზღვრა [...] განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაეთმობა [...] ასევე, ბიუჯეტში ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს. ყოველთვის გვერდით დავუდგებით იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენი მხრიდან თანადგომა და მხარდაჭერა ჯერ კიდევ სჭირდება. პრობლემების პირისპირ არავინ დარჩება [...]

წლის განმავლობაში, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ ეს ბიუჯეტი კიდევ გაიზარდოს, რაც მეტი პროექტის დამატებისა და მეტი პროგრამის განხორციელების საშუალებას მოგვცემს. დარწმუნებული ვარ, 2025 წელი კიდევ უფრო მეტი მწვანე სივრცის შექმნის, მეტი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების, მეტი კეთილმოწყობილი სივრცისა და ყველა იმ ადამიანის თანადგომის წელი იქნება, ვისაც მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა განსაკუთრებით დასჭირდება. 

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

კომენტარები