ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

კალაძე: ოცნება არის ზუსტად ის ძალა, რომელმაც ყველაზე მეტად დაგვაახლოვა ევროპასთან


ქართულ ოცნებას არავითარი ევროპული გზიდან არ გადაუხვევია.

ქართული ოცნება არის ზუსტად ის ძალა, რომელმაც ყველაზე მეტად დაგვაახლოვა ევროპასთან - ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე უკავშირდება ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდს.

2012 წლის შემდეგ გადაიდგა ყველა ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე, რაც მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის

ცხადია, ჩვენ გვინდა ევროპა, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას ამ მიზნის ვიწრო პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია მოახდინოს და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს.

ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი არავინ უნდა დაამსგავსოს სატყუარას, რომლის მეშვეობით ჩვენს გაბითურებას შეეცდებიან პატარა ბავშვებივით.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, თბილისის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისთვის, 28 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა - ქართული ოცნების განცხადებით, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ "ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან".

მმართველი გუნდის განცხადება პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ წაიკითხა.

ივანიშვილის პრემიერმინისტრის განცხადებას ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეების თვითორგანიზებული პროტესტი მოყვა, რომელიც უკვე 27 მიმდინარეობს.

კომენტარები