სირია

აშშ-მ სირიაში ISIS-ის ტერორისტებზე იერიში მიიტანა

აშშ-ს F-16 ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში.  
378th Air Expeditionary Wing Public Affairs  

აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ, რომელიც ახლო აღმოსავლეთზეა კონცენტრირებული, სირიაში დეირ ეზ-ზორის (დაირ ალ-ზავრის) პროვინციაში ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წევრებზე იერიში მიიტანა.

როგორც ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია ნათქვამი, 23 დეკემბერს, მათი მაღალი სიზუსტის იერიშის შედეგად, განადგურდა იარაღებით სავსე სატვირთო მანქანა, მოკვდა ორი და დაიჭრა ერთი ტერორისტი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ იერიში მიიტანეს ტერიტორიაზე, რომელსაც წარსულში ბაშარ ალ-ასადის ძალები და რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.

ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ იერიში მიიტანეს მათი და პარტნიორების ძალისხმევის ფარგლებში, რომლის მიზანია ტერორისტებს ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ თავდასხმების ორგანიზების საშუალება არ მისცენ.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ ამავე რეგიონში მათი იერიშის შედეგად მოკვდა ISIS-ის ლიდერი აბუ იუსიფი, ასევე ცნობილი როგორც მაჰმუდი. სავარაუდოდ, საუბარია ადგილობრივ ლიდერზე სირიაში. მასთამ ერთად მოკვდა დაჯგუფების კიდევ ერთი წევრი.

მას შემდეგ, რაც სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო და თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა მეამბოხეებმა გაიმარჯვეს, აშშ-ს იერიშები მიაქვს ISIS-ის ობიექტებსა და წევრებზე, რათა დაჯგუფებამ არსებული გარდამავალი სიტუაციითბარ ისარგებლოს.

კომენტარები