[...] თუ არა, მეორე ვარიანტი ამ და მაინც მივდივართ არჩევნებამდე, მაგრამ მივალთ არჩევნებამდე ამ რეჟიმის ჩამოშლით, სხვა გზა არ არის, უკვე იშლება ეს რეჟიმი და ეტყობა, რომ ყოველდღიურად ახალი სეგმენტები საზოგადოების, ახალი ჩინოსნები სხვადასხვა დარგის, ახალი ბიზნესები უერთდებიან პროტესტს.
არა ისინი, ვინც დღეს მივიდნენ კობახიძესთან, მაგრამ მთელი დანარჩენი დიდი ჯარი ქართული ბიზნესის, რომელსაც არ აქვს ისეთი მჭიდრო კავშირები რუსეთთან. დანარჩენი ბიზნესი ძალიან წუხს, ძალიან ღელავს და ხედავს საითკენ მიდის ქვეყანა და საითკენ მიდის ასევე ჩვენი ფინანსური სტაბილურობა იმ სიტუაციაში, როცა სანქციები უკვე დაწესებულია და როცა ეროვნული ბანკი არ იშლის და აგრძელებს თავის სრულიად გაუგონარ პოლიტიკას.
რეჟიმის ჩამოშლა - ეს არის ის ალტერნატივა. ან დიალოგი, კომპრომისი, დათმობა, ყველაფერი არ იქნება, როგორც თვლის ოცნება, საჭირო არის დათმობა, საჭირო არის აღიარება რაღაცების, მაგრამ შეიძლება კომპრომისი, თუ არა და ეს არის რეჟიმის ჩამოშლა, რომელიც თავისით იშლება.





