მზად ვარ, რომ ჩემი როლი, როგორც პრეზიდენტის, რომელიც არ ტოვებს თავის ლეგიტიმაციას და თავის როლს, როგორც ამ ქვეყნის წარმომადგენელი და სტაბილურობის ერთგვარი ვექტორი და რომელიც ასევე იქნება ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მუდმივ კავშირში. მე ყოველდღე ვარ მათთან კავშირში და ძალიან კარგად ხედავენ, თუ რა ხდება და რამდენად საჭიროა, ერთი ინსტიტუცია მაინც დარჩეს ამ ქვეყანაში, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ყველანაირი შემდეგი ეტაპების მედიატორი.
შეიქმნება საბჭო, იმისთვის, რომ ვმართოთ ეს პერიოდი. ამ საბჭოს მანდატი იქნება ერთადერთი - ახალი არჩევნების მომზადება. უკვე მზადდება დოკუმენტი, რომელიც აღწერს ყველა მინიმალურ პირობას, რაც საჭიროა ძალიან მალე ახალი არჩევნების ჩასატარებლად. შემდეგ კი იქნება მუშაობა ყველა კუთხით, ყველა შესაძლო მიმართულებით, რათა ყველამ ერთად მოვითხოვოთ ახალი არჩევნები და ჩვენ თვითონაც ვიყოთ ამისთვის მზად. იმიტომ, რომ ეს ახალი არჩევნები იქნება ნამდვილად ახალი არჩევნები, ალბათ გამოჩნდებიან ახალი ძალები და ამ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, საზოგადოება უნდა იყოს მზად, მედია უნდა იყოს მზად.





