ახალი არჩევნები

კალაძე: არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იგეგმება, არჩევნები ჩატარდება 2028 წელს

"არანაირი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება. ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩავატაროთ ღირსეული საარჩევნო კამპანია, შევხვდეთ მთელი ქვეყნის მოსახლეობას, არ დავტოვოთ არცერთი რაიონი, ქალაქი და სოფელი - უბნების დონეზეც კი მივიდეთ და ხალხს ვუთხრათ, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ; როგორ ვუპასუხებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს გვაქვს და მათი მოგვარება საჭიროა.

შესაბამისად, არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იგეგმება. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2028 წელს, როგორც ეს კონსტიტუციით და კანონით არის გაწერილი.

- თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ

კომენტარები