ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ბერსე: ღია ვიყავი და მზად ვიყავი, რომ შევხვედროდი ყველას. მათ ჰკითხეთ, რატომ არ შემხვდნენ

"მე გავაკეთე განცხადება, რომ მზად ვიყავი, შევხვედროდი ყველას. ახლა უკვე მხარეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ისარგებლებენ ამ შესაძლებლობით, თუ – არა. მე ჩამოვედი აქ, ჩვენ ხომ არ ვხვდებით სტრასბურგში, ბრიუსელში. მე მოვედი აქ, რათა გამემარტივებინა შესაძლებლობა ყველასთვის, რომ ისინი შემხვედროდნენ. მე ვერ გეტყვით, მხარეებმა რა უნდა გააკეთონ, რა შეიძლება, რომ გააკეთონ. მათ ჰქონდათ ეს შესაძლებლობა, შემხვედროდნენ. ასევე ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, რისთვის ვიყავით აქ. აუცილებლად, ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს ყველაფერი ნათქვამი.

ევროპის საბჭოს როლი გახლავთ, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მხარი დავუჭიროთ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას. ჩვენ დავინახეთ ბოლო კვირების განმავლობაში, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობა, ადამიანის უფლებების დაცვა იყო შეშფოთების საგანი, ამიტომაც ჩამოვედით და ამიტომაც ძალიან მკაფიო პოზიცია მეჭირა ამ სამი დღის განმავლობაში. ასევე, მკაფიოდ ვთქვი, რა უნდა გავაკეთოთ და რას გავაკეთებთ, რათა დავიცვათ ადამიანის უფლებები. ასევე ვთქვი, რომ მივიღე გარკვეული დაპირებები, რა მოხდებოდა შემდეგ ადამიანის უფლებების დაცვასთან, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ხდება ქართველი ხალხისთვის. ქართველი ხალხი არიან ევროპელები, სრული წევრები ევროპული ოჯახის. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭომ ეს ყველაფერი აკეთოს. მე აბსოლუტურად ღია ვიყავი და მზად ვიყავი, რომ შევხვედროდი ყველას. მათ ჰკითხეთ, რატომ არ შემხვდნენ. ეს არის თავისუფალი გადაწყვეტილება, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს ამასთან. აბსოლუტურად შესაძლებელია შეხვედრა და რა თქმა უნდა, როცა ტარდება შეხვედრა და არის შესაძლებლობა, ეს შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული.

განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ. 

ცნობისთვის, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ალენ ბერსესთან შეხვედრაზე უარს თქვეს. მათი განმარტებით, ოცნება ვიზიტს "პროპაგანდისტული მიზნებით იყენებს".

კომენტარები