ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

გამყრელიძე: ნიღბების აკრძალვა არ შეიძლება, მით უმეტეს ზამთარში, როცა ეპიდაფეთქებები გვაქვს

ეს არ შეიძლება [ნიღბების აკრძალვა], მით უმეტეს ზამთარში. ნიღბის აკრძალვა დიდი თავშეყრის ადგილებში არ შეიძლება იმიტომ, რომ ზამთარში ჩვენ ყოველთვის გრიპის და სხვა რესპირაციული დაავადებების ეპიდაფეთქებები გვაქვს. 

რატომ მართა სინგაპურმა და იაპონიამ ყველაზე კარგად პანდემია - იმიტომ, რომ იქ ხალხი მიჩვეული იყო [ნიღბების ტარებას], სულ ატარებდნენ ზამთარში ნიღბებს. 

ამიტომ, ნიღბების აკრძალვა არ შეიძლება. 

თქვა NCDC-ის ყოფილმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ TV პირველის პირდაპირ ეთერში ივანიშვილის რეჟიმის მიერ აქციებზე სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის აკრძალვის შესახებ. 

კომენტარები