ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან სროლაში ეჭვმიტანილი ე.წ. დეპუტატი მიიმალა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, რობერტ კიუტის ცნობით, ე.წ. პარლამენტთან სროლაში ეჭვმიტანილი არის ე.წ. დეპუტატი, ადგურ ხარაზია. მისივე თქმით, ხარაზია შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მანამდე, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტთან სროლის შედეგად ერთი ე.წ. დეპუტატი, ვახტანგ გოლანძია დაიღუპა, მეორე, კან კვარჭია, კი დაშავდა. 

ტელეგრამ-არხ АМРА-life-ის მიხედვით, მაინინგის აკრძალვის კანონპროექტის განხილვის დროს ადგურ ხარაზიასა და კან კვარჭიას შორის დაპირისპირება მოხდა, რომლის გაშველებაც ვახტანგ გოლანძიამ სცადა. 

კომენტარები