აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ რუსულ გამოცემა РИА-სთან საუბრისას განაცხადა, რომ "აფხაზეთი სოხუმის საერთაშორისო აეროპორტიდან უცხო ქვეყნებში ფრენების დაწყებას განიხილავს."
მისი თქმით, ამჟამად სოხუმის აეროპორტს მხოლოდ რუსეთის ქალაქებში აქვს რეისები, რაც "პრიორიტეტულია." თუმცა, არ გამორიცხავს სხვა "საერთაშორისო რეისების დაწყების შესაძლებლობას, როგორც კი ხელსაყრელი გეოპოლიტიკური პირობები შეიქმნება."
"ჩვენ ნამდვილად ამ სამუშაოზე ვართ კონცენტრირებულები," - განაცხადა გუნბამ პასუხად კითხვაზე, გეგმავს თუ არა სოხუმის აეროპორტი უცხო ქვეყნებში რეისების დამატებას.
"სამწუხაროდ, რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებში ფრენების დაწყება ჯერჯერობით შეუძლებელია , რადგან საქართველო ამას ICAO-ს [საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია] მეშვეობით ბლოკავს," - განაცხადა გუნბამ.





