ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

დე კროო: მნიშვნელოვანია, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოში პროევროპელებს

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხარდაჭერა გავაგრძელოთ, მხარი დავუჭიროთ საქართველოში პროევროპელებს და არ დავტოვოთ შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ზურგს შევაქცევდით. მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობა შევინარჩუნოთ - ვხედავთ, რაც ხდება პოლიტიკურად, მაგრამ ასევე ვხედავთ გავლენებს, რომლებიც საქართველოში მოქმედებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მხარდაჭერა გავაგრძელოთ და ურთიერთობა შევინარჩუნოთ

თქვა ბელგიის პრემიერმინისტრმა, ალექსანდერ დე კროომ ევროპული საბჭოს შეხვედრამდე

კომენტარები