საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ თანამდებობა დატოვა.
მათივე ცნობით, მელიქიძე "კარიერას კერძო სექტორში, ცენტრალურ აზიაში გააგრძელებს", ხოლო მის ნაცვლად ლევან ვერძეული დაინიშნება, რომელიც საპენსიო სააგენტოში 2020 წლიდან საინვესტიციო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებს.
"გოგა მელიქიძე საპენსიო სააგენტოს 2020 წლის აპრილიდან შემოუერთდა და მისი ხელმძღვანელობით საინვესტიციო გუნდმა გადამწყვეტი როლი ითამაშა საპენსიო რეფორმის წარმატებით განხორციელებასა და საპენსიო აქტივების გონივრულ მართვასა და ინვესტირებაში.
საპენსიო სააგენტოს გუნდი მადლობას უხდის გოგა მელიქიძეს მნიშვნელოვანი წვლილისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში. სააგენტოში მუშაობის პერიოდში საპენსიო აქტივების მოცულობამ 6.0 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო საინვესტიციო მოგება 1.4 მილიარდ ლარს აღემატება." - წერია განცხადებაში.





