საპენსიო სააგენტო

საპენსიო სააგენტომ ეროვნულ ბანკში არსებული ნაშთი კომერციულ ბანკებში განათავსა

საპენსიო სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, ეროვნულ ბანკში არსებული ნაშთი, რომელიც 84 მილიონ ლარს შეადგენდა, სრულად გადაენაწილებინა ქართულ კომერციულ ბანკებში.

"ნაშთი სრულად გადაანაწილა სხვადასხვა ქართულ კომერციულ ბანკებში როგორც მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, ასევე გრძელვადიან სასერთიფიკატო დეპოზიტებში", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტომ 40 მილიონ ლარად 36 თვიანი სასერთიფიკატო დეპოზიტები წლიურ ნომინალურ 13.8%-ში შეიძინა (ეფექტური წრიული 12.24%).

ჯამში, საპენსიო აქტივები 780 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან 84%, ანუ 651 მილიონი ლარი კომერციული ბანკების სასერთიფიკატო დეპოზიტებშია განთავსებული, ხოლო დანარჩენი 16%, ანუ 128 მილიონი ლარი კომერციული ბანკების სარგებლიან ანგარიშებზე.

სასერთიფიკატო დეპოზიტების ნომინალური წლიური განაკვეთი 14.7%-ია, ეფექტური წლიური კი 12%. სარგებლიანი ანგარიშებზე წლიური განაკვეთი 9.8%-ს შეადგენს,

ეროვნულ ბანკში არსებული ნაშთის (84 მილიონი ლარი, რომელსაც ერიცხებოდა ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი 8.50% პროცენტი) და კომერციულ ბანკებში არსებული ნაშთების (83 მილიონი ლარი, რომლებსაც ერიცხებოდათ სხვადასხვა საპროცენტო სარგებელი) ოპტიმალურად განაწილებასთან დაკავშირებით.

სააგენტოს ცნობით, კომერციულ ბანკებში სასერთიფიკატო დეპოზიტებში არსებულ თანხას უკვე დაერიცხა 20 მილიონ ლარზე მეტი სარგებელი, ხოლო ჯამში მთელ საპენსიო აქტივებს დარიცხული სარგებელი 50 მილიონ ლარამდეა.

კომენტარები