საქართველოს პარლამენტში 14 დეკემბერს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობაში შესვლა შეეძლებათ მხოლოდ "საარჩევნო კოლეგიის წევრებისთვის და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირებს."
ასევე, პარლამენტის შენობაში დაიშვებიან ტელემედიისა და ონლაინმედიის მხოლოდ ის ჯგუფები, რომლებსაც სპეციალური ერთჯერადი აკრედიტაცია აქვთ მიღებული.
"აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა." - წერს საქართველოს პარლამენტი განცხადებაში.
ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, ახალი წესით ჩატარდება - პრეზიდენტს 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელიც 300 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული