პრეზიდენტის არჩევნები

სი ძინფინგმა ყაველაშვილს ინაუგურაცია მიულოცა

სი ძინფინგი და მიხეილ ყაველაშვილი

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა ივანიშვილის პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ინაუგურაცია მიულოცა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ ამჟამად ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა პოზიტიური განვითარების დინამიკას ინარჩუნებს.

"მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას და მზად ვარ, ვიმუშაო პრეზიდენტთან ერთად, რათა გავაგრძელო ორ ქვეყანას შორის ტრადიციული მეგობრობა, გავაღრმაო ორმხრივი სარგებლის მომტანი თანამშრომლობა, ხელი შევუწყო ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების უფრო განვითარებას, რაც უკეთ ემსახურება ორივე ქვეყნის ხალხის კეთილდღეობას" - აღნიშნა სი ძინფინგმა.

14 დეკემბერს პარლამენტის შენობაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმოსნებმა ივანიშვილის პრეზიდენტი - მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს. ივანიშვილის წარმომადგენელს აქამდე გაპრეზიდენტება რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა მიულოცა, კერძოდ, ბელარუსის, სერბეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერებმა. 

ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაცია, პარლამენტში 29 დეკემბერს გაიმართა.

კომენტარები