ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში რუმინეთის მოქალაქე ГУР-თან თანამშრომლობის ბრალდებით დააკავეს

Эхо Кавказа

ოკუპირებულ აფხაზეთში მარიონეტულმა რეჟიმმა რუმინეთის მოქალაქე, დევიდ კერჩი ადრიანი უკრაინის დაზვერვასთან თანამშრომლობის ბრალდებით დააკავა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ადრიანი უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან (ГУР) თანამშრომლობდა. მარიონეტული რეჟიმის უწყების თანახმად, რუმინეთის მოქალაქე ოკუპირებულ რეგიონს ე.წ. ტურისტული ვიზით ეწვია, ГУР-ის დავალებით კი "რესპუბლიკაში სამხედრო ობიექტები და ბაზები დრონის მეშვეობით უნდა გადაეღო". 

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის თქმით, ადრიანის წინააღმდეგ "შემდგომი ოპერატიული ღონისძიებები ტარდება". 

მანამდე, საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებულ აფხაზეთში მარიონეტულმა რეჟიმმა ჯაშუშობის ბრალდებით არაერთხელ დააკავა.

მიმდინარე წლის 14 მაისს ოკუპირებული აფხაზეთის მედიაში გავრცელდა დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვიდეო, რომელშიც საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული კახა მურადოვის დაკავებისა და დაკითხვის კადრები ჩანს. 

2022 წლის 26 ივლისს ოკუპირებულ აფხაზეთში გალიდან დევნილი ახალგაზრდა ქალი, 24 წლის ქრისტინე თაკალანძე "საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის" ბრალდებით დააკავეს

კომენტარები