“მედავებოდნენ, თითქოს გადავკეტე ქუჩა, ვიგინებოდი და არ ვემორჩილებოდი, მაგრამ მე ამ დროს ადამიანის გამოსაყვანად ვიყავი შესული. ვერც კი მოვასწარი რეაგირება, ისე ამიყვანეს,” - მსახიობი გიორგი ნაკაშიძე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მისი დაკავების შესახებ საუბრობს.
“წინააღმდეგობა არ გამიწევია, ხმაც არ ამომიღია,” - განაცხადა ნაკაშიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული მსახიობი გიორგი ნაკაშიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი გიორგი ნაკაშიძე 3 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.





