ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ჩამოსულ ევროპარლამენტარების დელეგაციას ხვდება. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მანამდე ევროდეპუტატებმა შეხვედრა გამართეს ოპოზიციის ლიდერებთან. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერებმა განაცხადეს, საუბარი შეეხო სამოქმედო გეგმასა და გადასადგმელ ნაბიჯებს. მათი თქმით, ევროკავშირი ქართველ ხალხს სრულად უჭერს მხარს.